სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყურადღებით იყავით - როგორ გვატყუებენ მაღაზიებში და რას წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში

    ყურადღებით იყავით - როგორ გვატყუებენ მაღაზიებში და რას წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სასოწარკვეთილი მომხარებლების ჯგუფში ადამიანი წერს:

    როგორ გვატყუებენ მაღაზიებში:

    მოკლედ, იოსებიძის "ორ ნაბიჯში" შევდივარ და ვიღებ 1 პურს, 1 ტყემალს და 1 ყველაზე იაფფასიან ხელსახოცს, მოლარე გოგონა ატარებს და მეუბნება 9 ლარი და 5 თეთრი. ერთი გავიფიქრე - ვააახ, ტყემალი როგორ გაძვირებულა მეთქი და ბარათი გავატარე. ტერმინალმა დაიწრიპინა და მოლარემ ჩეკი ეგრევე ჩატეხა. ვდგავარ და თვალებში ვუყურებ, შემომხედა და მეკითხება - უი, პარკი ხომ არ გინდოდათ?
    არა მეთქი.

    -თავისუფალი ხართ!
    -ჩეკი!
    -რა ბრძანეთ?
    -ჩეკი! ჩეკი მომეცით!
    ზლაზვნით მაძლევს ჩეკს და ვხედავ, რომ ეგ ჩემი ყველაზე იაფფასიანი ხელსახოცი 3-ჯერ არის გატარებული..
    -უკაცრავად, ეს ხელსახოცი 3-ჯერ რატომ არის გატარებული?
    - 3 ცალი დევს შიგნით, აი ნახეთ - 1, 2, 3..
    - რააააააააააააააააააააააა?! - ვიცინო თუ ვიკივლო, აღარ ვიცი უკვე, სახეზეც ეგ მაწერია.
    - ა, მაშინ არ ვიცი, ბოდიში, ახალი ვარ, რამდენი გეკუთვნით? (არადა, ფულს და ჩეკს რომ მიტეხავდა, საერთოდ არ ეტყობოდა ახალი რომ იყო)

    მოკლედ, ქეშად დამიბრუნა 2,90 და დავიშალეთ.

    ჭირიც იქა და ქატოც..