სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მოხდა დიდი უბედურება, მიწა დიანგრა..." - რა მოხდა გლდანში

    "მოხდა დიდი უბედურება, მიწა დიანგრა..." - რა მოხდა გლდანში
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გლდანში ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

    ბავშვებითა და ხანდაზმული მოქალაქეებით დასახლებული შენობიდან 15 მეტრში სამშენებლო მოედანია, სადაც ამ დრომდე მძიმე ტექნიკა გადაადგილდება.

    მშენებლობა 2020 წელს დაიწყო თუმცა აქტიურ ფაზაში დაახლოებით 3 თვის წინ შევიდა, სწორედ აქედან დაიწყო ის რყევები, რომელმაც საბოლოოდ გუშინ ღამე კორპუსს საძირკველი გამოაცალა. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ზოგი ბაღის შენობაში დანარჩენი კი სასტუმროში.

    ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო აღარაა, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გაბზარული იატაკი და კედლები.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობა ბევრჯერ შეჩერდა, სავარაუდო მიზეზი კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფაა.