სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "იმხელაზე ვიღრიალე მთელმა კორპუსმა გაიგონა" - როგორ გამოეხმაურნენ ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას გოლს

    "იმხელაზე ვიღრიალე მთელმა კორპუსმა გაიგონა" - როგორ გამოეხმაურნენ ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას გოლს
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ტორინო" 3:1 დაამარცხა, სადაც ქართველმა შემტევმა 37-ე წუთზე გოლი გაიტანა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარას მორიგ გოლს ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურნენ:

    "იმხელაზე ვიღრიალე მთელმა კორპუსმა გაიგონა".

    "ემოციებისგან ვტირი, როცა მესმის მთელი სტადიონი ხვიჩას სახელს როგორ სკანდიერებს".

    "ეს რა გვყავს ხალხოოო... ნუ მიცემთ პასს, მაინც ყველას გჯობნით".

    "ყველაზე ლამაზი სახელია მსოფლიოში..ხვიჩააა".