სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მიზეზი ცნობილია - ბუდაპეშტის გრანდ სლემს 3 ქართველი ძიუდოისტი მოეხსნა

    მიზეზი ცნობილია - ბუდაპეშტის გრანდ სლემს 3 ქართველი ძიუდოისტი მოეხსნა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს გრანდ სლემი ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, გრანდ სლემისთვის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

    ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი და გიორგი თუთაშვილი წინასწარ შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი შეჯიბრს მოეხსნენ. თავდაპირველად ბუდაპეშტის გრანდ სლემზე 14 ქართველ ძიუდოისტს უნდა ეჭიდავა, ახლა კი მათი რაოდენობა 11-მდე შემცირდა.

    გიორგი თუთაშვილის მოხსნის მიზეზი, თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში მიღებული მუხლის მძიმე ტრავმა, გახლავთ. აღსანისნავია, რომ მან ამ ტრავმის გამო ფინალში ვერ იჭიდავა და პირდაპირ ვერცხლის მედალს დასჯერდა. რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილსა და გურამ თუშიშვილს, მათი ბუდაპეშტის გრანდ სლემიდან ჩახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

    ამ ეტაპზე ასეთი შემადგონლობა გვყავს ბუდაპეშტისთვის:

    -60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

    -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

    -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

    -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი

    -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

    +100 კგ: გელა ზაალიშვილი

    -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

    -78 კგ: მარიამ ჭანტურია

    +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.


    შეგახსენებთ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ტედი რინერი ტატამზე ბრუნდება.