სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე რომ ეს მცოდნოდა მას მხარს არ დავუჭერდი" - რას წერს ლიზა იასკო სააკაშვილზე?

    "მე რომ ეს მცოდნოდა მას მხარს არ დავუჭერდი" - რას წერს ლიზა იასკო სააკაშვილზე?
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე, ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

    "პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლი დღეა. ერთი წელი გა­ვი­და მას ჩემ­დეგ რაც ჩემი ძვირ­ფა­სი მა­მა­კა­ცი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია. მა­შინ რომ მცოდ­ნო­და, რამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტეა მის ირ­გვლივ, მხარს არ და­ვუ­ჭერ­დი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

    მა­შინ მო­ვი­წო­ნე რო­მან­ტი­კუ­ლი იდეა - მხა­რი და­ე­ჭი­რა თა­ვი­სი ხალ­ხის­თვის. ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს, ან არა­ვის სჯე­რა, რომ მი­ხე­ილს ნამ­დვი­ლად მცი­რე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. ის აღიქ­მე­ბა რო­გორც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სი და არა რო­გორც უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი.

    მას გული სტკი­ო­და ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის გამო, სჯე­რო­და, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლის - გა­ე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის.

    უკვე ერთი წე­ლია ის ვერ ხე­დავს სამ­ყა­როს რე­ა­ლურ სუ­რათს. არ აქვს ინ­ტერ­ნე­ტი, ტე­ლე­ფო­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო მის­თვის ტე­ლე­ვი­ზო­რია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე არხს აჩ­ვე­ნებს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მას­თან შე­დი­ან.

    ერ­თა­დერ­თი, რაც მას აქვს, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რწმე­ნა უკ­რა­ი­ნის. რო­დე­საც წე­რი­ლებს მიგ­ზავ­ნის უკ­რა­ი­ნუ­ლად და­წე­რილს, ხში­რად ვტი­რი. ის ხში­რად ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და რომ ისი­ნი ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის.

    ნე­ტავ, არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ერთი წლის წინ გა­ა­კე­თა (არ იცო­და რა ელო­და, არ იცო­და, რომ თით­ქმის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბო­და). მაგ­რამ რაც მოხ­და სა­ში­ნე­ლე­ბა იყო.

    შეც­დო­მა და­უშ­ვა მი­ხე­ილ­მა? - მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვი­ტყვი - მისი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბაა. რა­ღაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა, ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც.

    აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა ის, ვინც მას ეს გა­უ­კე­თა. ის შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რად­გან იცოდ­ნენ რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი და მიმ­ნდო­ბია.

    მე ვი­ცავ­დი მას და და­ვი­ცავ", - წერს ლიზა იას­კო.