სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, როდემდე გაგრძელდება შენი აღმავლობა" - ბასილაშვილის და დოროყაშვილის უცნობი მიმოწერა

    "ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, როდემდე გაგრძელდება შენი აღმავლობა" - ბასილაშვილის და დოროყაშვილის უცნობი მიმოწერა
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება.

    საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებებთან ერთად დევს სატელეფონო და ინტერნეტ მიმოწერა.

    იხილეთ ერთ-ერთი ასეთი მიმოწერის შინაარსი, რომელიც "პრაიმ ტაიმმა" გაასაჯაროვა.

    "შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა...

    გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. „სამართალი ურმით დადის“, რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.

    „მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდებ კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო", - წერს ნეკა დოროყაშვილი.