სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია! - ვის მიენიჭათ თბილისის საპატიო მოქალაქეობა?

    ცნობილია! - ვის მიენიჭათ თბილისის საპატიო მოქალაქეობა?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის, მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

    საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 20 ადამიანი გახდა.

    საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ: შალვა ამონაშვილს (მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი); თენგიზ არჩვაძეს (მსახიობი); ტარიელ ჭანტურიას (მთარგმნელი, პოეტი); ჯემალ ღაღანიძეს (მსახიობი); მერაბ კოკოჩაშვილს (კინორეჟისორი, პედაგოგი); მინდია უგრეხელიძეს (სამართალმცოდნე); ვახტანგ ჯავახაძეს (პოეტი, მწერალი, მთარგმნელი); ჯემალ სეფიაშვილს (კომპოზიტორი); ბადრი ვადაჭკორიას (ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი); გურამ ბექაიას (ფიზიოლოგი, მეცნიერი); ილია ხეროდინაშვილს (ინჟინერი, მეცნიერი); ლაურა იაშვილს (მუსიკოსი, პიანისტი); რევაზ ასათიანს (ინჟინერ-მშენებელი); ვახტანგ დავითაიას (არქიტექტორი, პედაგოგი); მაია გოთუას (ალერგოლოგი, იმუნოლოგი); ვან ბაიბურთს (პოლიტიკოსი, ჟურნალისტი); ჰასან ჰასანოვს (აზერბაიჯანელი დიპლომატი); ელიზაბეთ სომბარტს (ფრანგი პიანისტი); ელდარ შენგელაიას (რეჟისორი) და დიზაინერ დემნა გვასალიას.