სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უნგრეთი: საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს

    უნგრეთი: საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროკავშირის სხვა რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

    პრესსამსახური იუწყება, რომ დღეს პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის, ბულგარეთის, ესტონიის, მალტისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან.

    შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერი უკვე თანახმაა უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

    ვიქტორ ორბანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც უნდა მიენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.