სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არასდროს შემრცხვება იმედის ეთერში გასული ამისთვის" - ნოე სულაბერიძის ემოციური განცხადება

    "არასდროს შემრცხვება იმედის ეთერში გასული ამისთვის" - ნოე სულაბერიძის ემოციური განცხადება
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ "იმედზე" მუშაობა მისთვის საამაყოა და არხზე გასული არცერთი სიუჟეტის არასდროს შერცხვება.

    "ცხოვრებაში არანარი ძალადობა, არავის ბულინგი და არც არავის დაპატიმრება გამხარებია, მით უმეტეს არ გამხარებია წამება, რისი ფაქტებიც სამწუხაროდ არაერთია ჩვენს უახლეს ისტორიაში, რაც ვერ წაიშლება.

    ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო პოლიტიკურ სტატუსებსა და პოზიციებს არა იმიტომ, რომ თავშეკავება მომგებიანია (ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის ჩემი საკმაოდ ემოციური გამოხატვის ფორმები), არამედ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის "სხვა სხვის ომში ბრძენია", მაინც მგონია, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და არა ფილოსოფოსმა, თან ცხობის პროცესი განუწყვეტლივ უნდა მიდიოდეს.

    არასდროს შემრცხვება ჩემთვის მშობლიური ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რომელიმე სატელევიზიო პროდუქტის, რაც გამიკეთებია. აქ მუშაობა ჩემთვის ყოველთვის იყო საამაყო და დღესაც ასეა.

    ხოდა, რასაც ეს დღეებია ვკითხულობ, სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ… მინდა გითხრათ რომ დრო, როდესაც სიძულვისი სამარცხვინო გახდება აღარ დადგება… ამ სტატუსის ქვეშაც წამოვა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე", - წერს ნოე სულაბერიძე