სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კადიროვი უკრაინაში საბრძოლველად 14, 15 და 16 წლის შვილებს გზავნის | განცხადება

    კადიროვი უკრაინაში საბრძოლველად 14, 15 და 16 წლის შვილებს გზავნის | განცხადება
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩეჩნეთის ლიდერის, რაზმან კადიროვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე მის სამ შვილს გზავნის.

    "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის, ახმატ კადიროვის შვილები: ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან, თუმცა საბრძოლო მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყეს. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა.

    სამივე მათგანი მზადაა, საკუთარი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოავლინონ, მე არ ვხუმრობ - დადგა დრო, საკუთარი თავი რეალურ ბრძოლაში გამოიჩინონ და მათ სურვილს მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

    მალე ისინი მოწინავე რაზმში გაემგზავრებიან და დარჩებიან ბრძოლის წინა ხაზზე
    ", - წერს კადიროვი ტელეგრამზე.