სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ დაუშვათ, ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევლად იქცეს" - ოლექსი გონჩარენკო

    "არ დაუშვათ, ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევლად იქცეს" - ოლექსი გონჩარენკო
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მისცენ.

    "გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მოლდოვას კანდიდატობაზე.

    დიახ, საქართველოში არის პრობლემები ახლა, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევლად იქცეს. ასე რომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათაც და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპაში, მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც", - განაცხადა გონჩარენკომ.