სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ დაიჭრა, არ დავარდე - მინდორს მეფე, წმინდა, მშვენი" - ქართველმა პოეტმა ხვიჩას ლექსი დაუწერა

    "არ დაიჭრა, არ დავარდე - მინდორს მეფე, წმინდა, მშვენი" - ქართველმა პოეტმა ხვიჩას ლექსი დაუწერა
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოეტმა და პუბლიცისტმა მიხეილ გელაძემ ხვიჩა კვარაცხელიას „აიაქსთან“ თამაშის შემდეგ ლექსი მიუძღვნა.

    „ხვიჩა ბიჭო, ქვეყნის თვალო, „საქართველოს მარგალიტო“,

    ცად ვარსკვლავად მოკიაფევ, ვაჟკაცობის მაგალითო,

    ხომ „ნაპოლის“ ტრიბუნები აგუგუნე - „კვარა“, „კვარა“,

    ერთი ნახვით, მიკვირს ხალხმა, ასე როგორ შეგიყვარა?!

    მთელ მსოფლიოს გააცანი მცირე ერის დიდი ფასი,

    სად არს ჩვენი საქართველო, რითი არის ის ძვირფასი,

    მართლაც „კაი ყმად“ გაგვიზრდიხარ - ფეხმარდი, ფეხჯადოქარი,

    ვშიშობთ, შურით არ გაგთვალონ, ქარიშხლად ნაბობოქარი.

    ვხედავთ, როგორ ხარობს შენით, შენი მწვრთნელი - ბრგე სპალეტი,

    გაკვირვებას ვეღარ მალავს ბრაზილია, ესპანეთი,

    შენ უსასო ემიგრანტებს შემოავლე გალავანი,

    მთელ მსოფლიოს დაუმტკიცე, ყოფილხარ რა ფალავანი.

    ხვიჩა ჩვენო, კვლავ მხნედ ფრენა, არწივობა გვინდა შენი,

    არ დაიჭრა, არ დავარდე - მინდორს მეფე, წმინდა, მშვენი,

    ყველას ისევ უხაროდეს, პირს ეკეროს „კვარა“, „კვარა“,

    შენს გოლებს ვეღარ ითვლიდნენ, დაგძახოდნენ - კმარა, კმარა!

    კვლავაც წინსვლა გვინდა შენი, კვლავ ხალხის აგუგუნება,

    გაუმთელდეს ქართველს გული, გამოუკეთდეს გუნება,

    გვინდა შენთვის მოიჭედოს „ოქროს ლომი“, „ოქროს თასი“,

    დე, ახსოვდეს მთელ მსოფლიოს საქართველო, შენი ფასი!

    ხვიჩა ბიჭო, ქვეყნის თვალო, „საქართველოს მარგალიტო“,

    „ამომავალო ვარსკვალავო“, ვაჟკაცობის მაგალითო,

    იტალიამ თუ იქუხა მეტსახელით - „კვარა“, „კვარა“,

    საქართველომ გულს ჩაგიკრა, ასჯერ მეტად შეგიყვარა!

    მიხეილ გელაძე

    ბათუმი, 23.08 2022 წელი


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ