სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლევანი აღარ არის" - ნოდო ტატიშვილი

    "მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლევანი აღარ არის" - ნოდო ტატიშვილი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ლევან კბილაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მომღერლის გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

    ლევანის გარდაცვალებას მისი უახლოესი მეგობრები: ნოდო ტატიშვილი და დათო ლონდარიძე გამოეხმაურნენ.

    "რა მოხდა არ ვიცი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერი და ძალიან განსხვავებული შემსრულებელი იყო ლევანი. საოცარი ქარიზმა ჰქონდა, გემრიელი სიმღერა იცოდა, რაღაცნაირად ემოციურად გავსებდა თავისი ნამღერით. ზოგადად ძალიან კარგი ბიჭი იყო, ძალიან მხიარული, საოცარი ადამიანი და შემზარავია ეს ამბავი. მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლევანი აღარ არის.

    ბოლოს რამდენიმე თვის წინ ჩვენი საერთო მეგობრის შვილის ნათლობაზე ვნახე. მე ბავშვის ნათლია ვიყავი და იქ შევხვდით ერთმანეთს. ისეთი კარგი დრო ვატარეთ და ისეთი კარგი ემოციებით დავიტყვირთე, რომ დაუვიწყარია ჩემთვის. ძალიან მხიარული და პოზიტიური იყო, უზომო დადებით ენერგიას გასცემდა.

    სოციალურ ქსელში მინდოდა დამეწერა რამე ლევანზე, მაგრამ ვერ შევძელი. დასანანია რომ ასეთი ახალგაზრდა აღარ არის და რომ ვერავინ ვეღარ ვშველით. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს. მის ავადმყოფობაზე არაფერი ვიცი, ვიცოდი, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა ფეხზე, მაგრამ აქამდე რომ მისულიყო საქმე ეს არც დამიშვია. არ ვიცოდი ასე თუ ტკიოდა რამე. მოულოდნელობაცაა და მოულოდნელობა, ეს ამბავი მეხის გავარდნასავითაა ჩემთვის.

    გელაპარაკებით ამაზე და კიდევ არ მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩვენი მეგობრობა წლებია გრძელდება. პირველი შეხება "ჯეოსტარში" იყო, იქიდან ვიცნობდი, ჩემს შემდეგ თაობაში მღეროდა და ქართველ მსმენელს თავისი ნამღერით თავი დაამახსოვრა. ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, დიდი დანაკლისია ჩვენი სფეროსთვის და სრულიად საქართველოსთვის მისი გარდაცვალება. წარმოუდგენელია ამის დაჯერება. ეს რომ გავიგე, მართლა არ მჯეროდა. ვიფიქრე რაღაც სისულელე, ფეიკია- მეთქი, მაგრამ იმდენ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული და დაწერილი, მივხვდი რომ მწარე რეალობა იყო. მერე გადავრეკე მეგობრებთან და დამიდასტურებს.

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ცათა სასუფეველში დაუმკვიდროს ადგილი, ყველამ ვილოცოთ ლევანის სულისთვის. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. 12 ივნისს ჰქონდა დაბადების დღე, 31 წლის გახდა და ასეთი მძიმე რეალობის წინაშე ვართ დღეს. მუსიკოსი დათო ლონდარიძე ლევანის ძალიან ახლო მეგობარი იყო, ისიც ძალიან განიცდის მომხდარს", - ამბობს ნოდო ტატიშვილი.