სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემს შვილს კარგი ეცვა, კარგს ჭამდა., ერთხელაც მოვიდა და მითხრა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

    "ჩემს შვილს კარგი ეცვა, კარგს ჭამდა., ერთხელაც მოვიდა და მითხრა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თამარ ჩერგოლეიშვილი საინტერესო ისტორიას იხსენებს:

    "გიგაზე ქორწინება რომ გადავწყვიტე, სტრასბურგში ვცხოვრობდი. კატოც იქ სწავლობდა ცხადია.

    რადგან საქართველოში გადმოვდიოდი (სამსახურიდან მისიით წამოვედი), კატოც თან წამოვიყვანე იქაური სკოლიდან და აქაურ სკოლაში მივიყვანე - 10 წლის იყო. კატო ძალიან კარგი ბავშვი იყო, საღი, გონიერი, მხიარული და წესიერი. მაგრამ ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში, კონფლიქტები დაგვეწყო.

    მდიდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ შესაძლებლობა ყველაფრის მქონდა, რაც კატოს შეიძლება მოსურვებოდა - კარგი ეცვა, კარგს ჭამდა, კარგს სვამდა, კარგით თამაშობდა. მაგრამ არასოდეს ბრენდები, ტელეფონი, მანქანა, არ გაურჩევია, ისე იცხოვრა სტრასბურგში 7 წელი, აზრზე არ იყო რა ბრენდის ტანსაცმელი ეცვა, ან რა მანქანით დავდიოდი.

    ჩამოვედით და ბავშვმა უცებ დამიწყო ლაპარაკი ვის რა ბრენდის ტელეფონი უჭირავს, რა ბრენდის ტანსაცმელი აცვია. მეთქი კატო, რა გოიმობას სჩადიხარ?

    კარგი ხარისხის ყველაფერი კარგია, მაგრამ კარგია იქამდე, სანამ შენ მოიხმარ. თუ თავად გიხმარა, გაფიქრა, გაწვალა და მნიშვნელოვანი თემებიდან დრო წაგართვა - ეგრე არ ვარგა. ეგრე გამოდის, რომ ის გხმარობს.

    მოკლედ მიყურა ამ ბავშვმა პირდაღებულმა, მეც მივხვდი რომ სოციუმია ეგეთი და თუ აუტკასტობა არ უნდა, სოციუმი მისგან ამ თემებზე საუბარს მოითხოვს. ხოდა ავდექი და გავუძახე უკან, სტრასბურგში.

    ჩემი კარგი შვილი, მინდოდა კარგად დარჩენილიყო - შესაძლებლობები ჰქონოდა, მაგრამ შესაძლებლობების მონად არ ქცეულიყო. ასეც მოხდა. (მეორე შვილიც ფრანგულ სკოლაში დამყავს ატმოსფეროს გამო - მეშჩანობას არ ახალისებენ იქ).

    რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი... ძალიან ადვილი დასანახია, როგორ ასრიალებს ღარიბ ქვეყანაში ადამიანს ფუფუნებასთან შეხება. დანიაში ეს ვერ მოხდება. საფრანგეთში ამაზე დაიცინები.

    მაგრამ აი საქართველოში შეგიძლია ნახო, ერთ დროს ნორმალური ადამიანი, როგორ გადარია ფუფუნების ნივთებთან, ან ბრენდებთან შეხებამ. ღარიბები ვართ და იმიტომ. ამიტომ უნდა გავმდიდრდეთ, როგორც ქვეყანა, რომ მაგალითად ის ხალხი, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ფუფუნების მონად არ იქცეს და ვერ იყიდონ", - ამბობს გიგა ბოკერიას მეუღლე.