სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კაცის იმედი რომ ვეღარ გექნება ამ ქვეყანაში...", - ჟურნალისტი ნათია ბერიძე "ორ ნაბიჯში" მომხდარ ინციდენტზე

    "კაცის იმედი რომ ვეღარ გექნება ამ ქვეყანაში...", - ჟურნალისტი ნათია ბერიძე "ორ ნაბიჯში" მომხდარ ინციდენტზე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში "ორ ნაბიჯში" მომხდარ ინციდეტს ეხმაურება:

    "ვიღაც უცხოელმა რომ ორ ნაბიჯში ყველაფერი დალეწა, ქალი სცემა და გოგოებს შეურაცხყოფა მიაყენა, ამაზე რეაგირება იმედია მოხდა ხო?!

    ჯერ ეს კაცები რომ ყრიხართ იქ და კივით გარეთ გაუშვიო, გარეთ კი არა ბიჭო თქვენი იმედი უნდა გვქონდეს?!

    ისე უნდა დალეწო ეგ ნაგავი, რუკაზე საქართველო ვეღარასდროს იპოვნოს, სულ დაავიწყო მკვდარი და ცოცხალი! ესენი კიდე გარეთ გაუშვიო! ეგაა თქვენი კაცობა, ლიბერალიზმი და ჯანდაბა!

    კაცის იმედი რომ ვეღარ გაქვს ამ ქვეყანაში! აი ვინც ამ ტიპს თითი არ დაადო, მერე კომენტარებში ამართლებდა ალბათ წყობიდან გამოიყვანესო, ყველას გისურვებთ, თქვენს შვილებს, დედებს? დებს და ცოლებს შეხვდეს ეგეთი და სხვებმა შორიდან უყურონ და გაამართლონ თქვენსავით!
    ", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც უცხოელი მამაკაცი ორ ნაბიჯის ქალ თანამშრომლებს ფიზიკრუად გაუსწორდა, მიზეზი კი ის იყო, რომ მამაკაცმა ვაჭრობის დროს მიიჩნია, რომ მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა.

    როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უცხოელი მამაკაცი დაკავებულია 239-ე მუხლის თანახმად, რაც ხულიგნობას გულისხმობს.