სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბათუმში საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება დაწყებულია

    ბათუმში საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება დაწყებულია
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

    ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს - წყაროს ცნობით, უფროსკლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ტელეფონის აქსესუარის უნებართვოდ აღების გამო დაიწყო, რასაც შემდგომში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    დაპირისპირების დროს, ერთმა მოსწავლემ სახის არეში დაზიანება მიიღო.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.