სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს - სად დატრიალდა უმძიმესი ტრაგედია?

    534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს - სად დატრიალდა უმძიმესი ტრაგედია?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხარკოვის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

    ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკივის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

    "სამწუხაროდ, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი (მათგან 13 უცნობია), ხოლო 29 ადამიანის ნეშტის სქესი ჯერ დადგენილი არ არის", - ამბობს სერხი ბოლვინოვი.

    რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია 22 წამების კამერაც.

    ამ დროისთვის, ხარკივის რეგიონში 483 დასახლებაა დეოკუპირებული.