სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჯოკოვიჩთან შეხვედრამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ…" – რას იხსენებს ლაშა ბექაური

    "ჯოკოვიჩთან შეხვედრამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ…" – რას იხსენებს ლაშა ბექაური
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა და მის კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

    ლაშა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და აღნიშნული, ისტორიის შესახებ რამდენიმე თვის წინ “პრაიმ სპორტ”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

    “სანამ ნოვაკ ჯოკოვიჩთან მივიდოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მიცნობდა.

    მაგის ერთი მეგობარია სერბი ძიუდოისტი და მსოფლიოს ჩემპიონი, ნემანია მაიდოვი და მასზე მიამბო – ვიცი, რომ მას მოუგე შენ და ჩემპიონი ხარო.

    ასევე წარმატებებიც მისურვა და ძალიან გამიხარდა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩემს შესახებ იცოდა”, – განაცხადა ბექაურმა.