სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს აუცილებლად აიკრძალება" - ლუკაშენკოს თმიქთ ეს ქართველებს ძალიან გაგვიკვირდებათ

    "ეს აუცილებლად აიკრძალება" - ლუკაშენკოს თმიქთ ეს ქართველებს ძალიან გაგვიკვირდებათ
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში 6 ოქტომბრიდან ფასების ზრდა აკრძალა. ამის შესახებ ლუკაშენკომ ეკონომიკის ბლოკთან ერთად ინფლაციის საკითხის განხილვის შემდეგ განაცხადა.

    “6 რიცხვიდან იკრძალება ფასების ყველანაირი ზრდა. იკ-რძა-ლე-ბა! დღევანდელი დღიდან. არა ხვალინდელი, არამედ დღევანდელი დღიდან, რადგან დღე-ღამეში ფასები არ გაზარდონ. ამიტომ, დღევანდელი დღიდან ფასების ზრდა იკრძალება. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ ბუღალტერიულად ძველი თარიღით გააკეთოს რამე, რაღაც გათვლები და გადათვლები”. – თქვა ლუკაშენკომ.

    თუმცა, ლუკაშენკომ ახსენა, რომ იქნება გამონაკლისები, რომლებზეც გადაწყვეტილებას ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრი ან ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მიიღებს.

    ამას გარდა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მაღალჩინოსნებისთვის გაფრთხილება გააჟღერა.

    “ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე მაღაზია ბაზრიდან გავიდეს ან დაიხუროს, რომელიღაც კანტორა, სასადილო თუ სხვა. ღმერთმა ნუ ქნას, ბაზრიდან გავიდნენ. ამისთვის პასუხს აგებთ”. – თქვა ლუკაშენკომ.