რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია ქართველ მომღერალს, ლევან კბილაშვილს გამოემშვიდობა. ფოტო გამოაქვეყნა ლევანთან ერთად გადაღებული და მას დიდი წარწერაც გაუკეთა.
"დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი – ლევან კბილაშვილი… არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ…"
"ბოლოს და ბოლოს, გასულ ღამეს მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის… ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას… სიცარიელეს… არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა… მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ…", - წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ლევან კბილაშვილი გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.