სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამას ვანდოთ მიშას სიცოცხლე?!", - ელისო კილაძის და ნინო ნადირაძის საჯარო დაპირისპირება

    "ამას ვანდოთ მიშას სიცოცხლე?!", - ელისო კილაძის და ნინო ნადირაძის საჯარო დაპირისპირება
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტ ელისო კილაძესა და ექიმ ნინო ნადირაძეს შორის სოციალური ქსელის საშუალებით დიდი დაპირისპირება დაიწყო.

    "ნინო ნადირაძე, სოსო გოგაშვილსაც ვეკიდე და ზის ახლა რუსთავში. გაგაცნობ თავს სულ მალე-დამელოდესთ ამის ხელშია მიშა....

    "დღეს "ვივამედის" სკანდალის მორიგ სერიას შემოგთავაზებთ CNews Exclusive • სინიუს ექსკლუზიური-ზე და ასევე მოგიყვებით,როგორ გასცა ნინო ნადირაძემ მიშას სასამართლო პროცესის ჩატარების ნებართვა,ვინ
    იმყოფებოდა მის კაბინეტში და მშობლების საფლავზე წასული რომელი ექიმი გამოიძახეს კლინიკაში.
    კუზანოვების"ოქროს ხელების" სკანდალებს ცალკე ჩავუჯდები! რამდენს უხდიან სიჩუმის სანაცვლოდ დასახიჩრებული პაციენტების ოჯახებს.
    #გამარჯობანინო
    !" , - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

    კილაძის ამ ბრალდებებს, ნინო ნადირაძემ სოციალრუ ქსელშივე უპასუხა:

    "მე თმენის ვალდებულება ადამიანებთან მაქვს, უნიტაზებთან კი არა.. ამიტომ, ჩაურეცხავი სამოქალაქო ტუალეტის უნიტაზი ელისო დაბლოკილ იქნა! ცაკალელი...

    არ მიყვარს სამსახურის თემების ფბ-ზე გამოტანა, მაგრამ ექსპრეზიდენტის გულით (და არა ფულით) გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მრავლად მყავს სამეგობროში, ქრონოლოგიურად მოვყვები - დღის პირველ საათზე მომმართეს წერილობით უცხოელი ექსპერტის შეყვანასთან დაკავშირებით და სიჩქარის მიზეზად დამისახელეს, რომ ღამე უნდა გაფრენილიყო, მე ზეპირად და წერილობითაც ავუხსენი რომ ამისი იურიდიული უფლება არ მქონდა და დავპირდი, რომელ საათზეც არ უნდა გაცემულიყო ლიცენზია, აუცილებლად შევიყვანდით პაციენტთან. ლიცენზიის გაცემისთანავე ეცნობათ მათ, მაგრამ გავიდნენ სასადილოდ და სადღაც 2 საათში დაბრუნდნენ, ამის შემდეგ მოინახულა პაციენტი, ანუ იმ დღესვე, მეორე დღესაც იმყოფებოდა კლინიკაში პრობლემის გარეშე ექსპერტის შეყვანა უმარტივესად შეეძლო სახალხო დამცველს, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაითანხმეს. სულ ეს იყო! არც იმ დღეს და არც მეორე დღეს დანიშნულება და რეკომენდაცია მისგან არ მიგვიღია, სამწუხაროდ
    ", - წერს ნინო ნადირაძე.