სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა და ეს მითხრა" - Marketer-ის დამფუძნებელი ლევან კბილაშვილზე

    "ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა და ეს მითხრა" - Marketer-ის დამფუძნებელი ლევან კბილაშვილზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Marketer-ის დამფუძნებელი აკო ახალაია საკუთარი მეგობრის, ლევან კბილაშვილის გარდაცვლაებას დიდი ტკივილით ეხმაურება. ის მომღერლთან ერთად გატარებულ ძველ პერიოდს იხსენებს.

    "ლევანს ჯარში შევხვდი და მაშინ დავიწყეთ ძმაკაცობა. ის იყო ჩვენი ასეულის მთავარი ხმა, გვიკითხავდა ფიცს და ჩვენც ვყვებოდით. მერე ისე მოხდა რომ ერთი და იმავე ობიექტზეც აღმოვჩნდით. სიმღერას დავიწყებდი და მერე ვჩუმდებოდი, ის უკეთ მღეროდა და აყოლას ვთხოვდი."

    "დიდი გულის მქონე, უდიდესი მეგობარი და სამართლიანი მოქალაქე იყო, რომელიც ცოცხლობდა სიმღერით. მისთვის სიმღერა ყველაფერზე უფრო ძვირფასი იყო. ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა, კიდევ კარგი შევხვდი და ბევრი ვისაუბრეთ, ალბათ ღამის 1 საათი იყო… ეს რა დღეში აღმოვჩნდით ბიჭო.. მე იმით მშვიდად ვიყავი რომ შენ შენი დიდი გზა იპოვე და ახლა იქნებოდა შენი ჩაქრობა?" - წერს აკო ახალაია.