სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ოჯახს ემუქრებიან" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა დედები გიორგის დედას წყევლიან

    "ოჯახს ემუქრებიან" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა დედები გიორგის დედას წყევლიან
    1 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ყველა კანონის შესაბამისად ისჯება. დაპატიმრებულების ოჯახის წევრები განაჩენს აპროტესტებენ და დღემდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შაქარაშვილების ოჯახს ემუქრებიან.

    მარინე ნიკოლაძე ჟურნალ "სარკესთან" აცხადებს:

    "გაჰკივიან, ოჯახმა ძალით დააჭერინაო… ოჯახს ვინ ეკითხება, როცა გამოძიებით ყველა ბრალი დადგენილია?! ოჯახმა შეიძლება თქვას, რომ გამოძიებას ენდობა ან არ ენდობა. ამას ამბობს ის, ვინც თავად მოიქცეოდა ისე, მისიანი რომ მოეკლათ. თურმე უსამართლოდ სხედან ციხეში ჩვენი პოზიციის გამო. ხალხი ჭკუიდან არის გადასული. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა ჰქონდეთ, საკუთარ დანაშაულს იაზრებდნენ, შვილებს მიხედონ, რომ ისინიც და თავადაც მთლად ბოლომდე არ წახდნენ, იქით ავრცელებენ უაზრო ბრალდებებს. ციხეში ჩაწერილ საუბარშიც ჩანდა, როგორ მოიქცნენ და ამის გარდა, ბავშვების გაქცევა და მათი დადევნება ვიდეოკამერებითაა ასახული, ამის მერე აღმოჩნდა ბავშვი გარდაცვლილი. წარმოგიდგენიათ, ეს კადრები რომ არ იყოს, რა დღეში იქნებოდნენ გამოძიებაც და ოჯახიც?!"

    "გასამართლებულების ოჯახიდან ვინმე მოვიდა, ბოდიში მოუხადა შაქარაშვილებს? რა ბოდიში, ემუქრებიან ოჯახს და არიან ერთ ამბავში. თამუნამ პროცესზე რომ ჩვენება მისცა, შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოსასმენად რომ მივიდნენ, მაშინაც შეურაცხყვეს, რა ბოდიში, რის ბოდიში…"

    "ბრალდებულების დედებმა და მამებმა? დედებმა ლანძღეს და წყევლეს თამუნა. შვილმკვდარ დედას რომ შეურაცხყოფას აყენებ… ასეთები ზრდიან სწორედ მკვლელებს."

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები