სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საშინელი ამბავი - ავღანეთში მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

    საშინელი ამბავი - ავღანეთში მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას სულ მხირე 255 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.

    "სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს ავღანეთის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბილალ კარიმი.