სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოივანაო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები

    "რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოივანაო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის ყურადღებას თვითმხილველების ნაამბობზე ამახვილებს.

    "დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა ბავშვები აუზიდან.

    თვითმხილველი ყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.

    ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა."
    - წერს ნენე.

    3 მოზარდიდან ერთი მალევე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი ორიდან ერთი იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული, მეორე კი "ნიუ ჰოსპიტალში".

    "ეკო სერვისის თანამშრომელმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა ბავშვები შადრევნიდან.
    თვითმხილველი ყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.
    ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა.
    არვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას, ასეთებზე დგას ქვეყანა.
    აქამდე ხმას ვერ ვიღებდი, მეგონა არცერთი უფროსი დაეხმარათ."
    - წერს მაცაცო კევლიშვილი.