სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!" - ვის მიმართავს თეა წულუკიანი

    "შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!" - ვის მიმართავს თეა წულუკიანი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მწერლის, ბესო სოლომანაშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს.

    "იცნობდეთ: ამ პოსტის მერე - მწერალს ბრჭყალებში, და მდაბიო სვეწილას ბრჭყალების გარეშე და საბჭოურ ენაზე! რა ოხერია მაინც ეს საბჭოური მენტალიტეტი! თავისუფლებისა და ინტელექტუალიზმით აღვსილი ატიტიუდის მანტიაში რომ გამოახვევს ხოლმე მისი პატრონი შუბივით! ეს შუბიც რა მოღალატეა?! ხან სად გამოჰყოფს ცხვირს, ხან - სად. ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!" - წერს წულუკიანი.

    აღნიშნული პოსტი ბესომ წაშალა, მაგრამ ამის ამსახველი ფოტო ინტერნეტში მაინც იძებნება:

    "შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!" - ვის მიმართავს თეა წულუკიანი


    ამის შემდეგ კი ბესომ ფეისბუქზე ისევ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

    "როგორც სჩანს ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია გუშინ დაწერილმა ჩემმა პოსტმა, რომელიც არავის ეხებოდა კონკრეტულად და ეხებოდა მოვლენას, როდესაც საზოგადოებაში, თავისი შვილების კეთილდღეობას სხვების შვილებს სწირავენ და უპასუხისმგებლობისა თუ კორუფციის გამო ეს შეიძლება ყველას შეეხოს, ძალიან ძნელია რომ ამ ყველაფერს გაუძლო, როცა პატარა ბავშვი იღუპება... ვიმეორებ, არავინ არ არის კონკრეტულად ნაგულისხმები, ზოგადად საზოგადოებაზეა საუბარი, ამ ტკივილის გამო ძალიალ მკაცრად და მტკივნეულად დავწერე... იქ ხომ შეიძლება ნებისმიერის შვილი აღმოჩენილიყო, ნებისმიერის, აი ყველასი... ტექსტ აქვს ლიტერატურული ფორმა და სამწუხაროა რომ პირდაპირ გაიგეს. თუ ვინმეს პირდაპირ მიიღო, ან ვინმეზე პიროვნულად გადაიტანა ვწუხვარ, ეტყობა მართლაც ძალიან მძაფრი ტექსტი იყო, მაგრამ ამაზე უფრო მძიმე ბავშვის დაღუპვაა, რომელიც ვიღაცის უპასუხისმგებლობას შეეწირა. აი ამ ამბავზე ნამდვილად, ნამდვილად უზომოდ ვწუხვარ, ვუსამძიმრებ ოჯახს,,, და ვეცადოთ დავიცვათ ჩვენი შვილების სიცოცხლე, დავფიქრდეთ რის გამო მოხდა ყველაფერი, წუხელ ღამიდან დროის და ენერგიის იმაზე ხარჯვას, როგორ მლანძღონ და მუქარები გამომიგზავნონ, როგორ გავბედე რომ მწარე ტექსტით მივმართე შვილებს, რომ დაიცვან თავი ჩვენი უპასუხისმგებლობისგან. უსიყვარულობისაგან...
    მე როგორი მწერალი ვარ და როგორი რეჟისორი ეგ უკვე დროის საქმეა... მხოლოდ ჩვენი, აი ზუსტად იმ ადამიანების ვინც მლანძღავს და მემუქრება სწორედ იმ ადამიანების შვილების მომავალი, რომ მაწუხებს და მტკივა, იმიტომ დავწერე ასე მკაცრად, აუზში დენი არ არჩევს არავის შვილს, ვინ ვისია და მისი მშობლები საზოგადოების რომელი ნაწილის წევრები არიან...
    ... ერთი წამით დაფიქრდით, მხოლოდ ერთი წამით დაუშვით იქ ხომ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ნებისმიერის შვილი, ღმერთო ყველა დაიფარე, მათ შორის იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ვის გამოც ეს მოხდა.
    ახლა კი შეგიძლიათ გააგრძელოთ ლანძღვა და მუქარა, მთავარია ჩვენი შვილები გადარჩნენ რამენაირად.
    P.S. იმ ტექსტს აღარ გამოვდებ, ისედაც ყველამ იცის.
    იმედია ეს ტექსტიც დაისქრინება და ყველგან გაიგზავნება."
    - წერს ბესო.