სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შოლცი: "პუტინს რუსეთში დემოკრატიის ნაპერწკლის გავრცელების ეშინია"

    შოლცი: "პუტინს რუსეთში დემოკრატიის ნაპერწკლის გავრცელების ეშინია"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსეთში დემოკრატიის ნაპერწკლის გავრცელების ეშინია. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა და დასძინა ისიც, რომ პუტინი ცდილობს, რომ რუსეთი ევროპას გამოჰყოს და ისეთი მსოფლიო დააბრუნოს, სადაც გავლენის სფეროები დომინირებენ.

    "რუსეთის პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ მის სამეზობლოში არსებობს კანონზე დაფუძნებული დემოკრატიების საზოგადოება, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს, მას აშკარად ეშინია რუსეთში დემოკრატიის ნაპერწკლის გავრცელების."

    პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა: “გერმანული ნაპერწკლები ჩვენზე რამდენჯერმე გავრცელდა. ჩვენ აღარ დავუშვებთ ხანძარს”.