სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლევან კობიაშვილი: " თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს"

    ლევან კობიაშვილი: " თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს"
    1 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერები რესტორანში დაპატიჟა.

    მოგვიანებით კობიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომხდარი უარყო.

    "რამდენიმე ტელეარხის საშუალებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.

    ჩემთვის, მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.

    აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.

    წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!

    ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

    ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს.
    სამარცხვინოა!”, – წერს კობიაშვილი.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები