სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ" - რას ამბობს Bellator-ის მებრძოლი

    "მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ" - რას ამბობს Bellator-ის მებრძოლი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიელმა მებრძოლმა, დანი საბატელომ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის შესახებ ისაუბრა და მერაბ დვალიშვილიც ახსენა.

    "სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოჭიდავეებს თუ შევხედავთ, მაგალითად, მერაბ დვალიშვილს, ვნახავთ, რომ მას მეტოქეების პარტერში დატოვება არ შეუძლია. დვალიშვილი ერთადერთ რაღაცას აკეთებს. როცა მისი მოწინააღმდეგეები წამოდგომას ცდილობენ, მერაბი მათ პარტერში აბრუნებს და ამას თეიქდაუნებად უთვლიან. არადა, ეს ასე არაა.

    დვალიშვილს არ შეუძლია, მეტოქეები პარტერში დატოვოს და წამოდგომაში ხელი შეუშალოს. ეს საცოდაობაა. მთელი სერიოზულობით ვამბობ, რომ Bellator-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონი მსოფლიოში საუკეთესოა. პირადად მე, ვთვლი, რომ მერაბს გავანადგურებ და მაგრად ვცემ", - განაცხადა იტალიელმა მებრძოლმა.