სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა უნდოდა დიპლომის ყიდვას? მაშინ იყიდებოდა 2 ლარად და თუ არა..." - სოსო ტყემალაძე

    "რა უნდოდა დიპლომის ყიდვას? მაშინ იყიდებოდა 2 ლარად და თუ არა..." - სოსო ტყემალაძე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა და რაგბის კავშირის პრზიდენტმა, სოსო ტყემალაძე საკუთარი განათლების შესახებ ისაუბრა.

    "ბოდიში და ყველა მილიარდერი თითქმის, დიპლომს "გარეთაა", იმიტომ, რომ დიპლომმა ის ჩარჩოები არ მისცა. ვიღაც თუ ყიდულობს დიპლომს, იმან იცის თავის თავში, რომ ნაყიდი აქვს დიპლომი და ვინც არაფერს არ სწავლობს და ფულს ყრის, ის კიდევ საშინელებაა.

    1992 წელია, 16 წლის ვარ, ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავდივარ მაღლივ კორპუსში, დენი არაა, აუდიტორიები გაყინულია, არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ 85 წლის ლექტორები მიკითხავენ საერთაშორისო ვაჭრობას. ჩემი არაა და ჩემში არ შედის. 2 წელი გავძელი. ამას ორი მიზეზი ჰქონდა, სიდუხჭირე იყო, უმეტესად ფეხით დავდიოდი შარტავადან და ვგრძნობდი, რომ არ ვიღებდი იმას, რასაც ჩემი შინაგანი ითხოვდა. ეკონომიკუარად ოჯახს არ ულხინდა, მამა მშენებელი იყო, დედა დიასახლისი და ინგლისურის სპეციალისტი. მეორე წლის თავზე გადავწყვიტე წავსულიყავი.

    რა უნდოდა დიპლომის ყიდვას? მაშინ იყიდებოდა 2 ლარად ყველა დიპლომი და თუ 2 ლარად არა, 20,000 ლარად. თუ 20,000 ლარად არა 200 ათასად არამარტო ქართულს, არ დავასახელებ, მაგრამ უცხოურსაც ვიყიდდი.

    არც მახსოვს რა ნიშნები მყავდა, ჩემ შემთხვევაში სულ 5-იანები მყავდა, რადგან არც არაფერი ისწავლებოდა, თუმცა პირდაპირ ვამბობ არაფერი ისწავლებოდა. ორჯერ დავბრუნდი, ორჯერ გავაგრძელე და შეუძლებელი იყო. თუ არ ვცდები, მესამე კურსი იყო დაუხურავი.

    მთელი წლების განმავლობაში საუკეთესო ლექტორებს ვიყვანდი. ბევრგან ვცხოვრობდი - შვეიცარიაში, ინგლისში, უკრაინაში, შუა აზიაში და საუკეთესო ლექტორებს იმ ქვეყანაში ვიწვევდი სასაუბროდ. ჩაი-ყავაზე, რასაც იტყოდა, გადავუხდიდი და რაც კი იცოდა, მარკეტინგი თუ სხვა იმ სამ ოთხ დღეში ის ცოდნა მომქონდა. მაძლევდა წიგნებს და ღამით რომ დავფრინავდი, იმ წიგნებს ვკითხულობდი. ასე ვისწავლე ინგლისური და სხვა ბევრი რამე. ბევრი შრომა ბევრს ასწავლის ადამიანს და თუ მე ვინმე მიცნობს, იცის, რომ მე 24 საათი ვშრომობ", აცხადებს ტყემალაძე.