სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც...", - კალაძე საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

    "რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც...", - კალაძე საზოგადოების კრიტიკას პასუხობს
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებაში გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება, რომელიც 13 წლის ლაზარეს და ვაკის პარკის მებაღის მონახულებამ და შემდგომში ამ ვიზიტების სოციალურ ქსელში ფოტოებად გავრცელებამ გამოიწვია:

    "რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის - დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა - თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები", -აღნიშნა კახა კალაძემ.