სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ღარიბაშვილი: "ქართული სასამართლო ევროპის მასშტაბით, მართლაც საუკეთესოა"

    ღარიბაშვილი: "ქართული სასამართლო ევროპის მასშტაბით, მართლაც საუკეთესოა"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქართულ სასამართლოზე ილაპარაკა.

    "რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო მართლაც არის ერთ-ერთი ძალიან კარგი სასამართლო და ძალიან ბევრი, ღირსეული, პროფესიონალი მოსამართლე ჰყავს ჩვენს სასამართლოს და მინდა ყველას მოვუწოდო, ასეთი ეპითეტებით არ შეძლება სახელმწიფო ინსტიტუტების მოხსენიება.

    ქვეყანაზე რომ ამბობ მაჩანჩალაა, სირცხვილია. თქვენი ქვეყანაა, თქვენი შვილების ქვეყანაა, როგორ შეიძლება თქვენს საკუთარ სახელმწიფოზე იძახით მაჩანჩალას, როგორ შეიძლება ეს, რა დამოკიდებულებას აჩვენებთ, რა მაგალითს აჩვენებთ ჩვენს ხალხს, შვილებს, მომავალ თაობას", - განაცხადა პრემიერმა.