სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თვითონ დაგვიკავშირდა ხვიჩა და..." - ვის დაეხმარა კვარა ფინანსურად?

    "თვითონ დაგვიკავშირდა ხვიჩა და..." - ვის დაეხმარა კვარა ფინანსურად?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბავშვთა საფეხბურთო აკადემია "უქიმერიონი თბილისმა" სოციალურ ქსელში განცხადება განათავსა, სადაც საუბარი აკადემიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს ეხებოდა.

    "უქმერიონი" არის აკადემია, სადაც მომავალი ფეხბურთელები პირველ ნაბიჯებს სრულიად უსასყიდლოდ დგამენ.

    როგორც აკადემიის ფეისბუქ-გვერდიდან ვიტყობთ, "უქიმერიონი თბილისს" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "დინამო ბათუმის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია დაუკავშირდა და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.

    "ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე, თავისი ინიციატივით, ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაგვიკავშირდა, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
    ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით. ხვიჩას მთელი უქიმერიონის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია კლუბის განცხადებაში.