სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვას?

    როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვას?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიშა ყაფლანიშვილი დაიღუპა.

    ამ სამწუხარო ცნობას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

    "თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი ბრძოლაში შესვლის წამიდან გამარჯვებულია.

    უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც.

    გმირებს ნუ შეეჭიდები, სიკვდილო დამარცხდებიო. - წერია ერთ ქართულ ლექსში.

    მიხეილ ყაფლანიშვილთან და ალექსანდრე მარტიაშვილთან ბრძოლაში სიკვდილი დამარცხდა, რადგან მათი სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი და უკრაინელი ხალხების გულებში. დიდება გმირებს!", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.