სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მარიტას სიკვდილი თუ დაუგეგმავი ტრაგედია იყო...''-ხათუნა ლაგაზიძე

    "მარიტას სიკვდილი თუ დაუგეგმავი ტრაგედია იყო...''-ხათუნა ლაგაზიძე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნილი ბი­ჭუ­ნას და ­თბი­ლი­სის მერის შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალას აქვეყნებს და წერს, რომ ეს ამ ბიჭის გამიზნული მორალური მკვლელობაა.

    „ღმერთი რომ შვილს მეორედ გაჩუქებს და შენ მას სავაჭროდ დახლზე გამოიტან, არ ვიცი რა ვთქვა. მართლაც, ზნეობის ჯვარცმა... და მარიტას სიკვდილი თუ დაუგეგმავი ტრაგედია იყო, ეს ამ ბავშვის გამიზნული მორალური მკვლელობაა. ეს რომელ მონსტრს მოუვიდა თავში?!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ ვაკის პარკში დენის დარტყმისას დაშავებული 13 წლის ლაზარე მოინახულა და ბურთი და მაისური აჩუქა.