სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "წალენჯიხაში ჩავდივარ და ვუკეთებ სტადიონს" - თემურ ჭყონია

    "წალენჯიხაში ჩავდივარ და ვუკეთებ სტადიონს" - თემურ ჭყონია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც წალენჯიხაში გეგმავს, სპორტია.

    "მაქვს ბავშვთა სპორტის განვითარების გამოცდილება. ხშირად მესმის ქილიკი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წალენჯიხას არ ჰქონია სტადიონი და აქედანვე ვეუბნები წალენჯიხის მერს, რომ ჩავდივარ და ვუკეთებ სტადიონს. გარდა ამისა, ვუპოვი მწვრთნელს და მე როგორც მიყვარს, ისეთ მაღალ დონეზე დავაორგანიზებ ამ თემას.

    მხოლოდ იმ სფეროებს შევეხები, რაც კარგად ვიცი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, განათლებაში ინვესტირება, სტუდენტების და ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება წალენჯიხაში დაბრუნების პირობით და ეს შეიძლება შეეხებოდეს ქალაქის ინტერიერის ცვლილებას", - განაცხადა ჭყონიამ.

    ცნობისთვის, წალენჯიხის საფეხბურთო კლუბი "სქური" საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში გამოდის.