სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დოროყაშვილის მსგავს ქალებს ამას ვურჩევდი...", - თეა გვასალია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

    "დოროყაშვილის მსგავს ქალებს ამას ვურჩევდი...", - თეა გვასალია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის აგვისტოს ნაწილში, კონკრეტულად კი სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში.

    აღნიშნულ გადაწყვეტილებას, სოციალური ქსელის საშუალებით ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალიაც გამოეხმაურა:

    "ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმეში, ასე გადაჭრით და ხელაღებით ან ერთის უდანაშაულობის როგორ გჯერათ, ან მეორის ბრალეულობის? რომელმა თქვენგანმა იცის დანამდვილებით, რა ხდებოდა მათ შორის? რეალური სურათი არც მე ვიცი, მაგრამ ის ჩანაწერები, რაც ფბ-ზე ტრიალებს, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ ბასილაშვილის აღარც ერთ თამაშს არ ვუყურო, დოროყაშვილის მსგავსებს კი ვურჩევ, არასდროს დარჩეთ ცხოვრებაში თქვენი გარეგნობის და სხვისი ფულის იმედად. როგორ მინდა, ყველა ქალს ეყოს გამბედაობა და განათლება, ძალადობის პირველივე გამოვლენისას გაეცალოს მოძალადეს, განაცხადოს პოლიციაში, სადაც კი არ დასცინებენ, დაიცავენ მოძალადისგან და მისგან შორს, საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნებულმა გააგრძელოს ცხოვრება. თუ ვინმე მძულს ცხოვრებაში, მოძალადე კაცებია, მაგრამ სხვის ფულებზე დაგეშილი, თავცარიელი გოგოებიც რომ ძნელი ასატანია!", - წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.

    "დოროყაშვილის მსგავს ქალებს ამას ვურჩევდი...", - თეა გვასალია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე