სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რატომ გაქვთ ამხელა წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე?", - თაკო ჩარკვიანის პასუხი გურამ შეროზიას

    "რატომ გაქვთ ამხელა წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე?", - თაკო ჩარკვიანის პასუხი გურამ შეროზიას
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს წერს, სადაც აღწერს, თუ როგორ შეიცვალა მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ:

    "ჩემს სახლთან სამკერვალოა, სადაც ერთი, სასიამოვნო გარეგნობის, მაგრამ მეტად რთული ხასიათის მკერავი მანდილოსანი მუშაობს...

    საკმარისია, მის ფანჯარასთან შორიახლოს გავაჩერო მანქანა, ეგრევე გაიშლის თმას, გამოვარდება და მტუქსავს: შუქს მიჩრდილაავ, ახლავე გადააყენეეე...

    თან იმენნა ჩემს მანქანაზე აქვს გართულება, თითქოს სხვები მზეს ასხივებენ, თან იმენნა "იდი ნა*უის" არ მეუბნება ერთი, მაგრამ არც არაფერი აკლია.

    ჰოდა, ახლაც შიშით ჩავუარე სამკერვალოს და ბრახ - გვერდით არ დგას თურმე? ...ისე თბილად და სიყვარულით მომიკითხა, თან აღელდა, გარეთ რატომ ხარ, იქ მგონიხარო, წარმატებაც მისურვა ღიმილით, რა ლამაზი კბილები და სმაილი ჰქონია, აქამდე რომ არ აჩენდა...

    მგონი მართლა ფრთები ამომდის და ყველას შევუყვარდი, ვინც აქამდე ვერ მიტანდა, მადლობა პრაიმ ჰაუსს და sagijet თანამონაწილეებს, ალბათ მათ ფონზე ვჩანვარ, თორემ მთლად ეგეთი კარგიც არ ვარ მგონი.

    ისე, ნეტა თაკო ჩარკვიანსაც შევუყვარდი?
    ", - წერს შეროზია.

    შეროზიას ამ პოსტს კომენტარებში კი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი ასე გამოეხმაურა:

    "რატომ უნდა მიყვარდეთ ან მძულდეთ???? ვერ მივხვდი...... რატომ და რის საფუძველზე უნდა მახსოვდეთ ???რატომ გაქვთ ამხელა წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე ??? მართლა ვერ მივხვდი????? კარგი, გაგიხსენებთ გურამ, როცა კოვიდის მომაკვდინებელი პერიოდი და ის ჯოჯოხეთი მომაგონდება( ჩემი ოჯახისთვის)....... რატომ გამახსენეთ კოვიდი გურამ?!"