სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • +20 ქულა! - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

    +20 ქულა! - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან "ჯვაროსნების" ანგარიშზე 2 ფრე და 7 მოგებაა. აღნიშნულმა შედეგებმა ფიფას რეიტინგზე მხოლოდ მცირედით იმოქმედა.

    ივნისის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მხოლოდ 3 პოზიციით დაწინაურდა. ჯერჯერობით საუკეთესო 80 ნაკრებშიც ვერ შევედით, ეროვნული გუნდი ამჟამად 82-ე ადგილზეა. 96.46 ქულით 85-ე ადგილიდან 82-ე ადგილზე ავიწიეთ.

    ათეული კი ასე გამოიყურება:

    1. ბრაზილია - 1837 ქულა
    2. ბელგია - 1821
    3. არგენტინა - 1770
    4. საფრანგეთი - 1764
    5. ინგლისი - 1737
    6. ესპანეთი - 1716
    7. იტალია - 1713
    8. ნიდერლანდები - 1679
    9. პორტუგალია - 1678
    10. დანია - 1665