სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ილო ბეროშვილი: "14 წლის წინ ვერც ვიფიქრებდი 4 შვილის მამა თუ ვიქნებოდი"

    ილო ბეროშვილი: "14 წლის წინ ვერც ვიფიქრებდი 4 შვილის მამა თუ ვიქნებოდი"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ილო ბეროშვილი და მისი მეორე ნახევარი, ანი ბებია, კიდევ ერთ შვილს ელოდებიან. ილოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება, ანისთვის – მეორე.

    ბეროშვილმა ჟურნალ "გზის" კითხვას უპასუხა, თუ როგორია მე-4 შვილის მოლოდინი:

    "14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. 40 წლის ვარ. ამ ასაკში შვილის გაჩენა სხვანაირი შეგრძნებაა. ბევრი რამ გაქვს უკვე ნანახი, დაღვინებული ხარ, ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ და უფრთხილდები. სესი და ევა უკვე დიდები არიან. სესის რომ ვუთხარი, გაუკვირდა და რაღაცნაირად მითხრა, „მართლა“? ვერ მივხვდი, რა რეაქცია ჰქონდა. დღეს მკითხა, ნეტავ, გოგოა თუ ბიჭიო? უნდა, რომ ბიჭი იყოს. სქესი ჯერ თავადაც არ ვიცით". - განაცხადა ილო ბეროშვილმა.