სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა..." ნახეთ რას ყვება ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია

    "მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა..." ნახეთ რას ყვება ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია გარდაცვლილი მეუღლისა და მისი თანაგუნდელების ურთიერთობის შესახებ საუბრობს იაგო ხვიჩიას გადაცემაში და ერთ-ერთ ,მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს.


    „სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... საუბრობდნენ და რაღაცებს ინაწილებდნენ. მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ თუ არ მოგვცემს... და ამაზე იცინოდნენ. მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა... ზურამ, ალბათ, ეს იცოდა, რომ აქეთკენ წავიდოდა ყველაფერი.“ - იხსენებს ნინო ჟვანია

    ექს-პრემიერის მეუღლემ ის საბედისწერო ღამეც გაიხსენა, როცა ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი ნახა. მას სჯერა, რომ ეს იყო მკვლელობა.

    „არ იყო ღამე, როდესაც ჩვენ ერთად არ ვიყავით. ზუსტად ვიცოდი, სად იყო, ეს არ იყო ისეთი ურთიერთობა, რომ წავედი მე და კარგად იყავიო. დააგვიანა რეკვა და რომ დავიწყე რეკვა, ერთი 30-ჯერ დავრეკე, მერე ფეხით წამოვედი წყნეთიდან, თოვდა. ღამის სამ საათზე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, იქ რაც მოხდა. მერეც, რამდენიმე დღე ვცდილობდი, მეზობლები გამომეკითხა. როგორია გამოიძიო, როცა მთელი სახელმწიფო შენ წინააღმდეგ მუშაობს.

    ერთ-ერთი ბოლო საუბარი მახსოვს, მიშას ელაპარაკებოდა, უთხრა, - ღმერთმა დაგიფაროთ, რამე არ დამემართოს, თორემ, რა გეშველებათ თქვე უბედურებოო...“ -
    - ამბობს ნინო ჟვანია გადაცემაში „საქართველოს დაბადება.