სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • KFC რუსეთს ტოვებს

    KFC რუსეთს ტოვებს
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ქსელი KFC რუსეთში თავის ბრენდს ხურავს.

    KFC-ის მფლობელმა, Yum!Brands-ის ჰოლდინგმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთში თავისი 70 რესტორნის გაყიდვაზე.

    მის ნაცვლად, რუსეთის ქალაქებში კომპანიის რუსი პარტნიორის, Food Service-ის სწრაფი კვების რესტორნები დაიწყებს მუშაობას.

    აღსანიშნავია, რომ Yum!Brands რუსეთში ფლობდა 70 ქსელურ რესტორანს, ყველა მათგანი გადაეცემა Food Service-ს. საერთო ჯამში, რუსეთში დაახლოებით KFC-ის ათასი რესტორანია. თითქმის ყველა მათგანს დამოუკიდებელი მფლობელი ჰყავს.