სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ფეხზე ვერ დგება" -მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

    "ფეხზე ვერ დგება" -მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ალიას” ესაუბრება იურისტი, სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი:

    – ბატონო ვალერი, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალი რა შეგიძლიათ გვითხრათ?

    -მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, უარესდება. ფეხზე ვეღარ დგება, საწოლიდან ვეღარ დგება, ტუალეტშიც კი ვერ დადის დამოუკიდებლად. სულიერად კია მხნედ, ლაპარაკობს, მაგრამ რომ ვერ მოძრაობს, ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ რაღაც სჭირს ამ კაცს. ეჭვი არის, ხომ იცი, რომ მოწამლულია. თუმცა, ეს ჯერ ეჭვია და არ არის დადასტურებული.

    – რით შეიძლება იყოს მოწამლული? ანდა კლინიკაში მოწამლეს თუ ციხეში?

    -ეს დგინდება, დგინდება. იგივე სიმპტოპები აქვს, რაც ალექსეი ნავალნის ჰქონდა. ანუ, რაღაც რუსული შხამით არის, სავარუდოდ, მოწამლული. ყველა სახის საკვლები მასალა, რაც საჭირო იყო, გაგზავნილია ევროპის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ლაბორატორიაში, მიმდინარეობს კვლევა და თუ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, ეს დიდი სკანდალი იქნება, რა თქმა უნდა.

    –როდის გაგიჩნდათ თქვენ და სააკაშვილის სხვა მესვეურებს, რომ ის მოწამლულია? როდის შენიშნეთ საეჭვო სიმპტომები?

    –ერთი თვის წინ და მყისიერად გადავგზავნეთ საკვლევი მასალები უცხოურ კლინიკაში. კვლევის შედეგედ თუ დადასტურდა, რომ მო მოწამლულია, მერე აღარ ვიტყვით, რომ ეჭვი გვაქვს, მერე ვიტყვით, რომ მოწამლულია.

    წყარო: ალია