სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბეწვზე გადარჩა - რატომ იხრჩობოდა მოცურავე აუზში

    ბეწვზე გადარჩა - რატომ იხრჩობოდა მოცურავე აუზში
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბუდაპეშტში ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე კინაღამ დიდი ტრაგედია მოხდა.

    სინქრონული მოცურავეების ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისას ამერიკელმა ანიტა ალვარესმა გონება დაკარგა და საცურაო აუზში ჩაიძირა.

    სპორტსმენის გადარჩენა მისმა მწვრთნელმა და აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახერხა. წყლიდან ამოყვანის შემდეგ ალვარესს ექიმებმა დახმარება იქვე აღმოუჩინეს.

    ამერიკელმა მანამდე აუზში ორიენტაცია დაკარგა, თუმცა ასპარეზობა მაინც გააგრძელა, მაგრამ მალევე გაითიშა. შემთხვევიდან ნახევარ საათში მოცურავის გუნდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ყველა დაამშვიდა.

    ანიტა ალვარესი თავს კარგად გრძნობს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მომხდარი, უდიდესი ალბათობით, სტრესის ბრალია.