სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა თანხა ჩაურიცხა კასპის მერმა ბაბი კირკიტაძეს?

    რა თანხა ჩაურიცხა კასპის მერმა ბაბი კირკიტაძეს?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა.

    ამის შესახებ მერიის ფინანსურმა სამსახურმა დოკუმენტები გამოაქვეყნა.

    დოკუმენტების მიხედვით, ბაბი კირკიტაძემ ეს თანხა ტელეკომპანია "იმედის'' ღამის შოუს ბენდის მომსახურების გამო მიიღო.

    "ღამის შოუს ბენდი" საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით, და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ბენდის მოწვევის ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს'", - ვკითხულობთ კულტურის სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში.