სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "2022 წელს ჩადენილზე პასუხს აგებენ, ამას რუსეთი აუცილებლად დაკარგავს" - ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი

    "2022 წელს ჩადენილზე პასუხს აგებენ, ამას რუსეთი აუცილებლად დაკარგავს" - ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ასტროლოგი და მკურნალი ჯუნა, რომელიც ოდესღაც „სსრკ-ს პირველი ოფიციალური ექსტრასენსის" ტიტულს ატარებდა, 2015 წელს გარდაიცვალა.

    ჯუნა დავითაშვილი საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ექსტრასენსად ითვლებოდა.

    ჯუნას წინასწარმეტყველებები ახდა: მაგალითად, მან ერთხელ იწინასწარმეტყველა კურსკის ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვა.
    ის 2015 წელს გარდაიცვალა, თუმცა მან 2022 წლის პროგნოზებიც გააკეთა.

    „სსრკ-ის პირველმა ოფიციალურმა ექსტრასენსმა“ თქვა, რომ რომ ეს წელი რუსეთისთვის გულუხვი იქნება მნიშვნელოვანი მოვლენებით. მათ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. ჯუნამ 2022 წელს უწოდა საუკეთესო დრო, ქვეყნის შეხედულებებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის.

    „ეკონომიკა ძალიან კარგად გვიჩვენებს სამყაროს დახვეწილობას და რამდენად ადვილად შეიძლება ყველაფერი დაირღვეს უარყოფითი ენერგიის დახმარებით”, - თქვა მან.

    ჯუნამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთის ურთიერთობას დასავლეთის ქვეყნებთან. დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები ვერ შეძლებენ რუსეთის ფედერაციის განადგურებას, რადგან მათ უბრალოდ არ გააჩნდათ საკმარისი ძალა დიდი სახელმწიფოს ჩაძირვისათვის.

    „შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დარჩება იმავე დონეზე: არაფერი საბედისწერო არ მოხდება, მაგრამ მაინც იქნება გარკვეული დაძაბულობა“, - იწინასწარმეტყველა ჯუნამ.

    მისივე თქმით 2022 წელს რუსებმა შეიძლება დაკარგონ კულტურა და მორალი. ექსტრასენსმა 2022 წელს ძალის ნამდვილი გამოცდა უწოდა.

    „ბევრი იფიქრებს თავის კარმაზე და მართალი იქნება, რადგან 2022 წელი ის დროა, როცა ჩადენილზე პასუხი უნდა აგო“ - ამბობდა ის.