სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ვინ არის ქართული ოცნების დეპუტატი

    სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ვინ არის ქართული ოცნების დეპუტატი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

    ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. „ინტერპრესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

    ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

    შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

    წყარო: "ინტერპრესნიუსი"