სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თამადა იყო ლექსს კითხულობდა და ზუსტად მაგ დროს გარდაიცვლა" - ქართველი პოეტის უცნობი ისტორია

    "თამადა იყო ლექსს კითხულობდა და ზუსტად მაგ დროს გარდაიცვლა" - ქართველი პოეტის უცნობი ისტორია
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოეტმა და ჟურნალისტმა გიზო ნიშნიანიძემ საკუთარ მეუღლეს შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა. მასთან ერთად 58 წელი გალია. ამ სიყვარულზე ქალბატონი ლიანა,
    "სარკეს" უამბობს.

    "ოჯახი რომ შევქმენით, მე 19 წლის ვიყავი, გიზო – 25 წლის. ამ დროს უმაღლესი დამთავრებული ჰქონდა და გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" ჟურნალისტად მუშაობდა. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გიზო ჩემთან მოვიდა და გამეცნო. დილობდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. მერე ხუმრობდა, ლიანა საპატიო ყარაულში იდგა და სად გამექცეოდა, სიყვარული იქ ავუხსენიო."

    "გიზოს რომ შევხვდი, იმ დროს სხვაზე ვიყავი დანიშნული. ეს რომ გაიგო, მეტად მოინდომა ჩემი გულის მონადირება. თავისი შეუპოვრობით ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი. თავი შემაყვარა და ვიქორწინეთ კიდეც. ჩვენი თანაცხოვრება 58 წელს გაგრძელდა. გიზოს გვერდით ცხოვრება იოლი არ იყო, რადგან ძალიან რთული პიროვნება გახლდათ."

    "ისეთი მშვიდი და სანატრელი სიკვდილი ჰქონდა, ყოველგვარი ტანჯვის გარეშე, როგორსაც თავადაც აღწერდა ხოლმე. საჩხერეში იმყოფებოდა, სუფრასთან, რომელსაც სამების მგალობელთა გუნდიც ესწრებოდა, თამადა იყო. თურმე ბედნიერი იყო, მათ გალობას რომ უსმენდა და თან ამბობდა, სამოთხეში ვარო. შემდეგ თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს ,,ოდა კახეთზე” კითხულობდა და სწორედ იმ მომენტში გარდაიცვალა", - ამბობს ქალბატონი ლიანა "სარკესთან" საუბრისას.