სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შენს შვილს გაუტყდება, რომ გაიზრდება და აქ გნახავს...", - დაძაბულობა გურამსა და ბრეჩკის შორის

    "შენს შვილს გაუტყდება, რომ გაიზრდება და აქ გნახავს...", - დაძაბულობა გურამსა და ბრეჩკის შორის
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრაიმ ჰაუსში დაძაბულობა არ წყდება - მონაწილეებს შორის ყოველდღიურად ახალ-ახალი კონფლიქტები ღვივდება.

    ამჯერად, ერთმანეთს გურამ შეროზია და ბრეჩკი დაუპირისპირდნენ.

    გურამმა ერთ მომენტში ახსენა, რომ მისი შვილი სრულწლოვანი რომ იყოს და ამ პროექტში იღებდეს მონაწილეობას რამდენიმე მონაწილსი ადგილას, მას, როგორც მამას შერცხვებოდა და თავს დამნაშავედ იგრძნობდა.

    როგორც ჩანს, შეროზიას ეს კომენტარი ბრეჩკიმ საკუთარ თავზე მიიღო და გურამს შემდეგნაირად უპასუხა: "დარწმუნებული ვარ, შენ შვილს გაუტყდება, როცა გაიზრდება და აქ გნახავს."

    ამ დაძაბულობის ფონზე, გურამი ოთახში ავიდა, მის დამშვიდებას კი მერსი სულხანიშვილი შეეცადა. როგორც მერსისთან საუბარში მან განმარტა, შვილის საკითხი მისთვის ძალიან მძიმეა, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ბავშვს იშვიათად ნახულობს და ჰგონია, რომ მისი ბრალია, მამამ რომ მიატოვა.