სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნოდარ ახალკაცი: "პატრიარქს ვთხოვე სიმბოლურად 1 მანეთი ჩაერიცხა, შემდეგ გავიგე, რომ..."

    ნოდარ ახალკაცი: "პატრიარქს ვთხოვე სიმბოლურად 1 მანეთი ჩაერიცხა, შემდეგ გავიგე, რომ..."
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილმა სპორტულმა გამოცემა, "ლელომ" თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის 1998 წლის ინტერვიუ გაიხსენა.

    გთავაზობთ უცვლელად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის კომენტარს ინტერვიუდან:

    "ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფედერაციის დაარსების შემდგომ ჩვენთან ქართული ფული, ფაქტობრივად, არ შემოსულა.

    თავდაპირველ წლებში რამდენიმე ორგანიზაციამ გადმორიცხა თანხები, ყველაზე მეტად კი მშენებლები აქტიურობდნენ. თუმცა, შემდგომ ეს პროცესიც შეჩერდა.

    როდესაც ფედერაცია დავაფუძნეთ და ანგარიში გავხსენით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან მივედი და ვთხოვე, სიმბოლურად 1 მანეთი ჩაერიცხათ. მან კი თავის თანაშემწეს დაავალა, სასწრაფოდ 150 ათასი რუბლი გადმოერიცხა.

    ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი ფული იყო, რომლითაც სამი თვე შეგვეძლო ფედერაციას თავის შენახვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კათალიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს და ამიტომაც, ჩვენი წაქცევა მარტივი არაა",
    - ამბობდა ახალკაცი.